გიგა კვენეტაძის შემოქმედებითი საღამო მოსკოვში გაიმართება

0
1496

ქართველი კომპოზიტორისა და შემსრულებლის შემოქმედებითი საღამო ნოემბერში მოსკოვში გაიმართება. უკვე მეცხრე წელია, გიგა საცხოვრებლად რუსეთში გადასახლდა და უამრავი ცნობილი რუსი შემსრულებლისა თუ ჯგუფის სიმღერების ავტორია. სწორედ მათი მონაწილეობით იგეგმება მისი საღამოს გამართვა ერთ-ერთ საკონცერტო სივრცეში.

მუსიკალური ღონისძიება 21 ნოემბერს „ვეგას სითი ჰოლში“ შედგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ „ა სტუდიო“, გელა გურალია, ნიკოლაი ბასკოვი, ნოდარ რევია, აჩი ფურცელაძე, გიორგი რევიშვილი და სხვა შემსრულებლები.

კონცერტზე ასევე შედგება კლიპის პრეზენტაციაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here