გია სურამელაშვილის პედიკური გია ჯაჯანიძის გადაცემაში – როგორ აფასებენ გადაცემას ცნობილები

0
131

გუშინ “იმედის” ეთერში გასულ გია ჯაჯანიძის შოუს “სხვა რაკურსი” სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შოუს ერთ-ერთი სტუმარი გია სურამელაშვილი იყო, რომელმაც გადაცემაში პედიკური გაიკეთა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება.

“სირცხვილი!” – ასე შეაფასა გუშინდელი გადაცემა ნინი ბადურაშვილმა ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსით. “კოშმარი ! არაფერში არ წერია!”, “მარაზმი!მაყურებლის შეურაწყოფა!” – დასძენს მომღერალი.

“ჯაჯანიძის შოუში გია სურამელაშვილს დიდ ხანს უკეთებენ.პედიკურს… ოღონდ ნამდვილად!!)))” წერს ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა მაიკო კაჭკაჭიშვილიც: “უკვე ყველანაირ საზღვრებს გაცდა გუშინდელი გადაცემა… მაგრამ მეტის ღირსები ვართ !!! პედიკურს კი არა მალე სექსს გვაყურებინებენ პირდაპირ ეთერში”. “სურამელას რას ვერჩი უბრალოდ ვუყურე ფეხები როგორ ქონდა წყალში ჩალბობილი, ანუ ოპერატორი ყავთ ძლიერი, პროდიუსერიც” – წერს კომენტარებში მუსიკოსი.

“პრუწაკს როგორ იწმინდავს არ იყო?” – წერს კაჭკაჭიშვილის სტატუსზე მისი ერთ-ერთი ფეისბუქ-მეგობარი, რაზეც მაიკო პასუხობს – “ეგ შემდეგ ვადაცემაში”. “პრუწაკი რა არის?” – წერს ვერიკო ტურაშვილი კომენტარებში.

“აღარც ეთიკა არსებობს, აღარც ცენზი. და საერთოდ, ქართულ ტელესივრცეს სჭირს ის, რაც სრულიად ერს!”, “მისი დაჯაჯგული და დაფარჩხული ფეხის თითების კურებაღა გვაკლდა. ოი ჯაჯანიძეს ის… ტაშტი შავი ტაშტი რო ედოთ თავზე უნდა დაამხო “, “” ის გოგო რა ამაყად იჯდა 🙂 პედიკური რომ გაუკეთა ამხელა დონის ვარსკვლავს” – წერენ ფეისბუქზე…

[jwplayer mediaid=”10522″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here