გია სურამელაშვილი ზუგდიდშია და საკუთარ თაყვანისმცემლებს მიმართავს – “მოგესალმებით, ზუგდიდელებო. ხანგრძლივი განშორების შემდეგ ჩამოვედი ზუგდიდში, რომ მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ. იმედია, ყველა მობრძანდებით საღამოს რესტორანში და გიმღერებთ სიყვარულზე, როგორც ყოველთვის, მიყვარხართ“ – ამბობს მომღერალი.
გია სურამელაშვილი, როგორც ყოველთვის, ძალიან მოწესრიგებული და ფორმაში მყოფი წარდგება მაყურებლის წინაშე. ალბათ, ამ ვიდეოში თქვენს ყურადღებასაც მიიქცევს მისი ფრჩხილები, რომლებზეც აშკარად თეთრი ლაქი უსვია. გია რომ სალონს რეგულარულად სტუმრობს თავის მოსაწესრიგებლად, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა თეთრი ლაქით პირველად ვნახეთ.
[jwplayer mediaid=”4813”]