გია ჯაჯანიძის შოუ იხურება?

0
3628

“ტელეიმედში” ბოლო დროს ცვლილებები განხორციელდა, რასაც რამდენიმე წამყვანის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. “პრაიმ ტაიმის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ცვლილებები გია ჯაჯანიძის შოუსაც შეეხოს. ჩაანაცვლებს თუ არა “პრაიმ შოუ“ “სხვა რაკურსს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი გამოცემა.

გია ჯაჯანიძე გავრცელებულ ჭორებს ორაზროვნად პასუხობს და რეიტინგული გადაცემისთვის მადლობას იხდის.

“ჩემი შოუ შედგა, ვიყავი ყველაზე რეიტინგული ტელეწამყვანი. ახლა გინდა “პრაიმ შოუთი“ ჩამანაცვლონ და გინდა “ცანგალა და გოგონათი“. ამაზე არ ვღელავ. ამის შესახებ მართლა არაფერი მსმენია, ახლა პირველად ვიგებ თქვენგან. ეტყობა ხალხი მიფრთხილდება, ჰგონიათ, რამე დამემართება. ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. იმდენი გეგმა გვაქვს, იმდენი გადაცემა გვაქვს უკვე წინასწარ დაგეგმილი, ასე მარტივად თუ წყვეტენ გადაცემის ბედს, არ ვიცი. მგონია, რომ ესეც მორიგი ჭორია, შეიძლება იმიტომ, რომ ჭორი მინდა იყოს. ღმერთს რაც უნდა, ის იქნება, ღმერთს ვისაც უნდა, იმას მოწიწკნის თავს. აქედან გამომდინარე, არაფერს დავეძებ.” – აცხადებს ტელეწაყვანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here