გია ფერაძის ვაჟი საქართველოდან გულდაწყვეტილი გაუშვეს – „კარაპეტები და ძუნწები არიან…“

0
654

ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში გია ფერაძის მეგობარი, მსახიობი ასმათ ტყაბლაძე საუბრობს „ცეკვავენ ვარსკვლავებისა“ და იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა გულდაწყვეტილი „ცეკვების“ მონაწილე გია ფერაძე საქართველოდან. შეგახსენებთ, რომ მსახიობ გია ფერაძის ვაჟი რუსეთში მოღვაწეობს და მას იქ გიორგი კუბუზოვის სახელით იცნობენ, რადგან დედის გვარს ატარებს. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გია ფერაძემ და ვერკა ჯაჯანიძემ მესამე ადგილი აიღეს.

ასმათ ტყაბლაძე:

სპონსორებმა იგნორირება გაუკეთეს მესამე ადგილს. არამხოლოდ მესამე ადგილის მფლობელი, ყველა მონაწილე უნდა დაეჯილდოვებინათ. განსაკუთრებით გიას მოექცნენ ცუდად. ჩავედი დარბაზში და მივახალე, რომ კარაპეტები და ძუნწები არიან! ეს ყველაფერი დავწერე კიდეც და მეჟღანუაშვილები ვუწოდე!

გია დადიოდა მოსკოვიდან და ისე გამოდიოდა შოუებზე. შაბათს საღამოს გაფრინდა, კვირას ითამაშა სპექტაკლი და ორშაბათს დილით ჩამოფრინდა. რა ლამაზად იცეკვა და ვითომც არაფერი… ყველა დამნაშავეა, ვინც არ იფიქრა, რომ ამ ბიჭისთვის რამე ეჩუქებინა და ყველას ვეუბნები, რომ არ შეგერგებათ ის მილიონები!

გზის ფულს მაინც უნაზღაურებდნენ?

კი, თორემ სად აქვს გიას ამდენი ფული?! ძალიან გულდაწყვეტილია და ამბობს, რომ არამხოლოდ მისთვის, ყველასთვის რაღაც სტიმული უნდა მიეცათ და რამე ეჩუქებინათ, ვინც ამ პროექტში იწვალა. რაღაც საგზური აჩუქეს და დღეს ვინ არ მოგზაურობს?!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here