გია ბაღაშვილისა და თაკო ტაბატაძის 9 წლის ქალიშვილს თავზე 9 ნაკერი დაადეს: „დაეჯახა ორი, სკუტერზე ამხედრებული ახალგაზრდა“

0
672

გია ბაღაშვილისა და თაკო ტაბატაძის 8 წლის ქალიშვილი, ლიზა, საგზაო ინციდენტში დაშავდა. მას სკუტერზე შემდგარი ახალგაზრდები დაეჯახნენ, რის შედეგადაც პატარა გოგონა კლინიკაში გახდა გადასაყვანი.

მის ფოტოს აქვეყნებს ლიზას დედა, თაკო ტაბატაძე და წერს:

„ეს არის ლიზა, 9 წლის, ჩემი შვილი. სკოლასთან ტროტუარზე იდგა და დაეჯახა ორი, სკუტერზე ამხედრებული, ახალგაზრდა! გადავრჩით, რომ მძიმე დაზიანება არ აქვს. საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, კახა კალაძე, მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ 9 სააათზე მკაცრად, ცხვრებივით გვერეკებით სახლებში, რაიმე წესი, კანონი, რეგულაცია არსებობს ჩვენთვის, ფეხით მოსიარულეებისთვის? თუ ასე უნდა იჯლიგინონ ტროტუარებზე გიჟებივით სკუტერებმა, ველოსიპედებმა, მანქანებმა და ამასაც შევეგუოთ?..

ძალიან დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის… ლიზა უკეთაა, 8 ნაკერით თავზე და დაჟეჟილობებით გამოვძვერით.

რაც შეეხება მათ, ვისგანაც ასეთი შეფასება მოვისმინე ჩემს მოთხოვნახე, რომ ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვეს: ,,სირცხვილია, თავი დაანებე, ახალგაზრდები იქნებოდნენ, ვის არ მოსვლია, ბოდიში თუ მოიხადეს, არა უშავს” – სანამ ასეთი ჩამყაყებული მენტალობით გავაგრძელებთ მსგავსი ფაქტების შეფასება,ს ამ ქაოსს, რაც ხდება გარშემო, არასოდეს ეშველება. გადაგვივლიან საფეხმავლო გზებზე სკუტერები, ველოსიპედები, მანქანები და არავის პასუხი არ მოეთხოვება.

მე ნამდვილად არ ვაპირებ ამ ტოტალურ უპასუხისმგებლობაში მონაწილეობას და ბოლომდე მოვთხოვ პასუხს ყველას, ვის გამოც ლიზა მეორე დღეა საავადმყოფოში წევს და უამრავ უსიამოვნო და მტკივნეულ პროცედურას უძლებს!!!!!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here