„ღრმა მედიტაციაშიც ვერ ვიხსენებ, როდის ჩავწერე ეს სიმღერა“ – როგორ ეხმაურებიან მომღერლები ანტინარკოტიკულ კლიპს

0
1337

ანტინარკოტიკული კლიპი, რომლის გამოც ქართველ მომღერლებს რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ეხუმრებიან, საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი ანდრიაძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ნუ გასინჯავ“, ასე ჰქვია სიმღერას, რომელშიც თიკა ჯამბურია, სოფო ბედია, ვერიკო ტურაშვილი, თამთა ჭელიძე და სხვა შემსრულებლები მონაწილეობენ. ვიდეოს ეტყობა, რომ მრავალი წლის წინ არის გადაღებული, რადგან საკმაოდ ძველი კადრებია.

კლიპი ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა:

„არაფერი პირადი, ხომ იცით, მიყვარხართ და დარწმუნებული ვარ, თქვენც ძალიან გეცინებათ ამ ტექსტებზე:)) ისეთ ხასიათზე მაყენებს, მინდა, აქ იდოს“

ამ პოსტს თიკა ჯამბურიამ უპასუხა, რომელსაც, როგორც ჩანს, ამ დღეებში ბერვჯერ ჰკითხეს კლიპში მონაწილეობის შესახებ და აღნიშნა:

„ძაან ვბრაზდები უკვე!! ეს სიმღერა რო ჩაიწერა, საერთოდ სიტყვა ნარკოტიკის აზრი არ ვიცოდი… და აღარ შემიძლია იმის ახსნა, რომ 15 წლის წინანდელია… და თან ყველას გვაქვს წარსულის გრეხები ….. თქვენ ყველაზე კარგად გამიგებთ, მგონი…“

ნინო ჩხეიძე, რომელიც ამავე კლიპის მონაწილეა, სიცილით წერს: „ღრმა მედიტაციაშიც ვერ ვიხსენებ, როდის ჩავწერე. სად იპოვე. მართლა მაგარ ხასიათზე დამაყენე“.

კლიპს გამოეხმაურა რეჟისორი ბაკურ ბაკურაძეც: „რანაირი მოწყობილობის მუსიკალური ოპუსია“.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here