ღმერთმა ყველაზე საყვარელი ადამიანი მეორედ მაჩუქა – ანი ღონღაძის ქმარი გამოჯანმრთელდა

0
4728

მომღერალ ანი ღონღაძის ქმარი, ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ოთხი თვის წინ მძიმე ავარიაში მოყვა. გიორგი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე კომაში იმყოფებოდა და აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს და ახლა ის რეაბილიტაციის კურსს გადის. ანი ღონღაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმ ადამიანებს, ვინც გიორგის გადასარჩენად სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩაატარა, მადლობას უხდის.

ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის! ოთხი თვის წინ ყველაზე რთული და საშინელი პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში.თან იმედი მქონდა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა,მაგრამ ხშირად მიქრებოდა ეს იმედი.არ მახსოვს პირველი რამოდენიმე დღე,არ მახსოვს ბევრი დეტალი,მაგრამ მახსოვს უამრავი ხალხი ჩემს გვერდით,რომლებიც უდიდეს სტიმულს მაძლევდნენ.ოთხი თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა,რომ ის შედეგი რაც ეხლა გვაქვს ძალიან კარგია,მაგრამ წინ კიდევ გვაქვს გასავლელი გზა. მე,ჩიორა და ჩემს გვერდით მყოფი ადამიანები,რომლებიც წუთითაც არ გვტოვებენ, ამ გზას ერთად გავივლით! შემიძლია ვთქვა,რომ ღმერთმა ყველაზე საყვარელი ადამიანი მეორედ მაჩუქა.ჯერ კიდევ მაქვს იმის ძალა,რომ ამ ყველაფერს გავუძლო და ბოლომდე მივიდე და ჩემი ბიჭი იყოს ისეთივე, როგორიც ოთხი თვის წინ იყო. უკვე ცდილობს ამ ყველაფერში თვითონაც დამეხმაროს და ერთად ყველაფერი გამოგვივა!!! ძალიან დიდი მადლობა ყველას: ჩემი ოჯახის წევრებს,ჩემს მეგობრებს,უცნობ ადამიანებს,რომლებმაც ჩვენი განსაცდელი გულთან ახლოს მიიტანეს(არ ჩამოვთვლი,ძალიან ბევრნი ხართ). ალბათ ამ თვეების განმავლობაში ძალიან გავიზარდე, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება! ჩიორა ისეთი ადამიანია არ შეიძლება სხვანაირად მოხდეს! ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა და ვერ ვპასუხობდი გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ დღეიდან შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩიორას მდგომარეობაზე. დიდი მადლობა ყველას!!! (უამრავი რაღაცის დაწერა მინდოდა,მაგრამ ბოლომდე არ გამომივა ამ ყველაფრის გადმოცემა,რასაც განვიცდი).“-წერს ანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here