გერმანული „ვოგი“ 11 ყველაზე ლამაზი ქართული და საქართველოს შესახებ დაწერილი წიგნებზე სტატიას და გერმანულენოვანი გამოცემების ყდებს აქვეყნებს. სტატიაში განხილულია შოთა რუსთაველის, დავით კლდიაშვილის, აკა მორჩილაძის, ლაშა ბუღაძის, დავით გაბუნიას ნაწარმოებები, რომლებიც გერმანულ ენაზე ითარგმნა.
დავით გაბუნია საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აზიარებს ლინკს გერმანული „ვოგიდან“ და წერს:
„აგერ, ბატონო, ფეშენშიც გავიჭერით ქართული წიგნებით. გერმანულ “ვოგში” ყველაზე ლამაზი ქართული წიგნებიო და ჩემსას “თბილისური ნუარი” განუსაზღვრეს ჟანრად. მევასება ნუარი – საშინელება რუტინაში. იფ, იფ. (მადონას დამიძახეთ ვინმემ, ხელი შემაშველოს)
კიდევ ისაო: emotional klug konstruierte Thriller-ო, ანუო, ემოციური და ჭკვიანურად კონსტრუირებული თრილერიო“.