გერმანელი დიჯეი Steve Bug Spacehall-ში დაუკრავს

0
1545

28 იანვარს Spacehall-ში ცნობილი გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Steve Bug დაუკრავს. გავლენიანმა მუსიკალურმა ონლაინგამოცემამ „რეზიდენტ ედვაიზორმა“ მუსიკოსს „ტექნოს ჯენტლმენი“ შეარქვა.

სტივ ბაგმა კარიერა ზუსტად 26 წლის წინ, 1991 წელს ჰამბურგში დაიწყო, 90-იანების ბოლოს კი ბერლინში გადაბარგდა. ტრენდულ ტრანსსა და დენსს სტივმა კარიერის დასაწყისშივე ტექნოს, დიფ ჰაუსის ჟღერადობა ამჯობინა. მისი პირველი ჩანაწერი 1993 წელს გამოიცა, მას მერე, ბაგმა ისეთი ლეგენდარული კლუბები მოიარა, როგორებიცაა Fabric, Fuse. იმავე პერიოდში დააარსა საკუთარი ლეიბლები, ღონისძიებების სერიამ კი, რომლებიც მისი იდეით გაკეთდა, მთელი მსოფლიო მოიარა. სტივ ბაგმა სახელი ტექნოს, დიფ ჰაუსისა და ეისიდის ჟღერადობების შერწყმით გაითქვა.

მისი მუსიკის დაგემოვნება ქართველ მსმენელსაც შეეძლება. მასთაn ერთად სცენაზე იქნება ქართველი არტისტი – Cobert. ღონისძიება 28 იანვარს, 23:00 საათზე დაიწყება.

ივენთი შაბათს, 23:00 საათზე დაიწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here