2016 წლის იანვარში კინოგაქირავებაში Babak Najafi-ს ახალი კრიმინალური თრილერი – “London Has Fallen” ჩაეშვება, რომელიც “Olympus Has Fallen”-ის სიქველს წარმოადგენს. მასში მთავარ როლებს Gerard Butler-ი და Morgan Freeman-ი ასრულებენ.
Lionsgate-ის ახალი პროექტის თრეილერი ორიოდე დღის წინ გამოჩნდა ინტერნეტში და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ფილმში მოვლენები მას შემდეგ ვითარდება, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება და მსოფლიოს ყველა ლიდერი მის დაკრძალვაზე ჩადის. სწორედ ამ დროს რთულდება ყველაფერი და ლონდონი საბრძოლო ველად გადაიქცევა. საქმეში ერთვება ამერიკის საიდუმლო სამსახური და მისი საუკეთესო აგენტი, რომელიც განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში ექცევა და ყველაფრის შეჩერებას ცდილობს…
აღსანიშნავია, რომ სურათზე “Olympus Has Fallen”-ის რეჟისორს – Antoine Fuqua-ს უნდა ემუსავა, თუმცა მას შემდეგ რაც სცენარი წაიკითხა, პროექტზე უარი თქვა. ამიტომაც კინოკომპანიამ პროექტი Babak Najafi-ს გადააბარა.
შეგახსენებთ, რომ ნამუშევარი კინოეკრანებზე 2016 წლის 22 იანვრიდან გამოჩნდება…