მოდელი და ცნობილი ტელესახე, ნინი ონიანი მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სკანდალური მსახიობი ცოტა ხნის წინ, ვაჟიკო მახვილაძეზე გათხოვდა და ოჯახურ ცხოვრებას ფეხი, ადვილად აუწყო. ვაჟიკომ და ნინიმ ერთმანეთი ეგვიპტეში, „ნანუკას შოუს“ გადაღებაზე გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ კიდეც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ბავშვს ელოდება. ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინი ონიანს დავუკავშირდით.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ელოდებით, მართალია?
– არ არის ეს ამბავი ჯერჯეობით მართალი. ეს მორიგი ჭორია, ნამდვილად არ ვარ ორსულად.