გაურავ ჩოპრა “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეა – ის უკვე თბილისშია…

0
31

ინდოელი სერიალების ვარსკვლავი, გაურავ ჩოპრა კვლავ საქართველოშია. სტანისლავ ბონდარენკოს შემდეგ ის მეორე უცხოელი მსახიობია, რომელიც “ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას. ბონდარენკო რამდენიმე დღეა, თბილისში სპეციალურად პროექტისთვის ჩამოვიდა, უკვე ვარჯიში დაიწყო და კოსტიუმის მოსაზომებლადაც იყო მისული დიზაინერთან.

გუშინ კი საქართველოში ინდოელი მსახიობი, გაურავ ჩოპრა, ანუ “მისტერ რათხოდი“ ჩამოვიდა. მან ნსაკუთარი საცეკვაო შესაძლებლობები მცირე ხნის წინ გია ჯაჯანიძის გადაცემაში გამოავლინა, თუმცა ახლა მას საკმაოდ დიდი შრომა მოუწევს, რომ პარკეტზე “ცეკვების“ დანარჩენ მონაწილეებს შეეჯიბროს.

სოციალურ ქსელში ჩოპრას ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, მკითხველს ეგონა, რომ პროექტის მესვეურები ხუმრობდნენ, თუმცა მათ დაადასტურეს, რომ ჩოპრა მართლაც არის “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე.
gaurav chopra

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here