ზურა ყიფშიძე „სარკესთან“ კომენტარს აკეთებს იმ ხმაურიანი ინტერვიუების გამო, რომელიც პრესას მისმა შვილმა, გიორგი ყიფშიძემ მისცა და აღნიშნა, რომ ცნობილ მსახიობს ფინანსურად ძალიან უჭირს.
ზურა ყიფშიძე თავს უხერხულად გრძნობს და აღნიშნავს, რომ არავისი საქმე არ არის, უჭირს თუ არა მას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაუნაწყენდა თუ არა გიორგის, როცა მან ასეთი განცხადება გააკეთა, ცნობილი მსახიობი პასუხობს:
თავს საშინლად ვგრძნობ. არ მიყვარს საჯაროდ ლაპარაკი, ვის რა უჭირს და ვის რა არ უჭირს. ვიღაცას რაღაც უჭირს და ფარად გამომიყენეს. რატომ მოხდა ასე, ვერ გავიგე და მაგრად მეშლება ნერვები. ჩემ დაუკითხავად მოხდა ყველაფერი. ვრცლად