სულ რამდენიმე დღის წინ, დიზაინერ ნიკოლას ქანთარიას ფეისბუქ-გვერდზე ჩნდება ურთიერთობის აღმნიშვნელი მოვლენა, რომელიც მან მისი ბრენდის სახესთან და როგორც ჩანს, აწ უკვე მის მეორე ნახევართან, ანი კანკიასთან მონიშნა.
ჩვენ გადავამოწმეთ ეს სიახლე, რაც ნიკოლასმა დაგვიდასტურა.
ნიკოლასი: – “დიახ ის არის გოგონა,რომელმაც ის გაავიძა ჩემში რაც ვერ შეძლო ამდენი წლის მანძილზე ვერავინ, ანი არის ინდივიდი როგორც ადამიანობით, ასევე სულიერებით და ზოგჯერ მგონია, რომ ეს ადამიანი ჩემთვის შეიქმნა. დიახ ვარ ბედნიერი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ისე, როგორც ჩემს ბრენდშია მყარი და თავისი საქმის უდაო შემსრულებელი, ჩემს ცხოვრებაშიც იქნება ყველანაირად ჩემი მეორე ნაწილი.”
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ბედნიერება ვუსურვოთ ამ ყველაზე მოდურ და ლამაზ წყვილს.