ფონდის „რეი” პრეზენტაცია 23 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართება.
ხელოვნების საერთაშორისო ფონდი „რეი” „ევორდ ჰოლდინგის“ მხარდაჭერით და „ევორდ ენთერთაიმენთის“ პარტნიორობით დაარსდა.
„რეის“ დაარსებას საფუძვლად დაედო „ევორდ ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, ირაკლი ჭკადუას ტრაგიკულად გარდაცვალება, რომლის სახელსაც ატარებს თავად ფონდი.
ფონდი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ხელოვანებს გაიკვლიონ გზა ხელოვნების სამყაროში და გააცნონ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას.
ფონდი უზრუნველყოფს პარტნიორების მოძიებას, საერთაშორისო კავშირებს სხვადასხვა დონორ და სახელოვნებო ორგანიზაციებთან, მასტერკლასების თუ აკადემიური გაცვლითი კურსების დაგეგმარებას.
ფონდი სამი მიმართულებით დაეხმარება ხელოვანებს: მუსიკა, დრამატურგია, ლიტერატურა.
დრამატურგია, ეს მიმართულება მოიცავს კინოსცენარების კონკურსს. კონკურსი ღია იქნება ყველა მსურველისათვის, ვისაც სურს საკუთარი ნაშრომი წარადგინოს და წარმატების შემთხვევაში სცადოს ბედი ლოკალურ თუ საერთაშორისო არენაზე. კონკურსის ფარგლებში ხელოვნების დარგში მოღვაწე პროფესიონალები გამოავლენენ 10 საუკეთესო სცენარს და მათ შორის პირველ სამეულს. ავტორებს მიეცემათ შანსი იმუშაონ გამოცდილ დრამატურგებთან ერთად საკუთარი ნაშრომების სრულყოფაზე. რეი დაეხმარება მათ სცენარის დახვეწაში, საჭირო მუსიკის, გრაფიკისა თუ თარგმანის შექმნაში, შემდეგ კი საერთაშორისო კონოფესტივალებზე წარდგენაში სპონსორის მოძიების მიზნით. კონკურსი გაიმართება წელიწადში ერთხელ, ოქტომბრის თვეში.
ლიტერატურა. ლიტერატურის ყოველწლიური კონკურსი ჩატარდება სკოლის და უნივერსიტეტის მოსწავლეებს შორის. გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომი, გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულად პრემია და დაიბეჭდება გარკვეული ტირაჟით მათ მიერ ნაშრომი.