განსხვავებული სტილისა და ხედვის სინთეზით დებმა ნატალია და მაია შანავებმა ბრენდი „შანავა“ შექმნეს. ეს უკანასკნელი სულ რაღაც 3 წელია რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ამ მცირე დროის მიუხედავად მათთან მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ. გეტყვით, რომ ნატალია სხვადასხვა ქვეყნებში ეცნობოდა წარმატებული ბრენდების განვითარების გზას, ასევე განათლება მიიღო მილანში მოდის და ხელოვნების ინსტიტუტ მარანგონში, პარალელურად მაია მოდის ინდუსტრიაში საქმიანობდა, მალევე კი ბრენდის ჩამოყალიბების იდეაც გაჩნდა და ასე და ამგვარად უკვე ჯადოსნურ ახალი წლის პერიოდს ისინი განსაკუთრებული სიახლეებით ხვდებიან.