სამერ სეტმა რეინკარნაცია განიცადა და ის მუსიკის მოყვარულებისთვის დაბრუნდა. პირველი ღონისძიება ახალი ფორმატით უკვე გაიმართა. მსმენელის წინაშე Cigarettes after sex წარსდგა. ყველაფერი კი ახალ ლოკაციაზე მოხდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა დაანონსებული თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაუხვიეს და პირველი საპრეზენტაციო ღონისძიება ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყველაზე დიდ პავილიონში გამართეს.