გამოსავალი სიმსივნით დაავადებული ადამიანების დასაფინანსებლად – „თბილისში მცხოვრებ ყველა ადამიანს ოფიციალურად რომ ჩამოეჭრას 2 ლარი…“

0
1115

„მარკეტერის“ დამფუძნებელი, აკო ახალაია სოციალურ ქსელში საჭირბოროტო თემაზე წერს და ძალიან საინტერესო გამოსავალიც აქვს მოძიებული. საქმე ეხება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობა მზარდია საქართველოში და ისინი ჯეროვნად მკურნალობას, რასაკვირველია, უფინანსობის გამო, ვერ ახერხებენ.

აკო ახალაია წერს:

„ვეძებ პასუხებს და მჭირდება თქვენი ჩართულობა. ვიცი, რომ სადღაც მარტივი პასუხი არსებობს.

ვისაუბროთ პირდაპირ. უკვე ყოველდღე ვხედავთ გვერდებს, ივენთებს აქციებს რომლებიც ვიღაცეებისთვის იქმნება. დათოსთვის, ბექასთვის, ნინოსთვის, ვაჩესთვის და ა.შ და ა.შ ყველა ერთი მიზნით იქმნება, რომ მოაგროვოს თანხა ადამიანისთვის, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება (კიბო) აღმოაჩნდა. ცხოვრებაში ყველას გვაქვს ეტაპი, რომ გვგონია რომ “იცი რა, ეს მე არ მეხება, ეს ვიღაც სხვებს ეხებათ და მე არასდროს”. მაგრამ დაავადება ძლიერდება და “გაახალგაზრდავდა”, ანუ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ებრძვის უკვე ამ ყველაფერს. თანამედროვე მედიცინა 10-დან 8 შემთხვევაში ამარცხებს კიბოს და ახალ ახალი პრეპარატებიც ჩნდება, მაგრამ ამ მკურნალობებს სჭირდება ძალიან დიდი ფინანსები. (რაც მალე აღმოაჩენ და დაარტყამ დაავადებას კიდე უკეთესი). მოდი ასევე პირდაპირ ვთქვათ რომ საქართველოში უმეტესწილად მას ეფექტურად ვერ ებრძვიან, ამიტომ ეს ოჯახები დარბიან ნაცნობობით უცხოეთში და იქაც ხელგაშლილი არავინ გხვდებათ. ჩვეულებრივი “ბაზრის” პრინციპები მოქმედებს. შუამავლები იღებენ ფულს, ვიღაც ექიმს არ ევასები, ვიღაც გატყუებს და ა.შ და ა.შ. მოკლედ. ჩვენ დავსდევთ ცეცხლის კერებს და ყველა ჩვენი ნაცნობ/მეგობრის გადარჩენაზე ვფიქრობთ და გვავიწყდება, რომ თუ რაიმე დამცავი ფარი არ შევქმენით, არაფერი არ გამოვა. ვერც ხალხს გადავარჩენთ და ვერც ჩვენ გავიხარებთ. აბა, როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ კარგად, როცა ჩვენ გვერდზე ბავშვები, დედები, მამები სიცოცხლისთვის იბრძვიან? მოკლედ “ფარი” უნდა შეიქმნას. ამას არ უშველის ცალკე აღებული ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, მერიის ბიუჯტი, სახლების გაყიდვა და ა.შ უნდა შეიქმნას ფარი. აი, მაგალითად თბილისში მცხოვრებ ყველა ადამიანს ოფიციალურად რომ ჩამოეჭრას თვეში 2 ლარი და სანაცვლოდ ულაპარაკოდ ფინანსდებოდეს ონკოლოგია? ანუ რომ გადავაზღვიოთ მთელი ქალაქი, რომელიმე უცხოურ სადაზღვეოში? (მერე ქვეყანაც ალბათ) ადგილობრივი სადაზღვეო კომპანიებიც მუშაობენ, მაგრამ მათთვისაც მისაღები რომ იყოს ეს რისკი, მათაც უნდა გვითხრან, ეს მოდელი როგორ წარმოუდგენიათ. ანუ არ ვგულისხმობ, როცა ადამიანი საკუთარ თავს აზღვევს, მე მინდა, რომ ეს “ფარი” ეხებოდეს ყველა მოქალაქეს. სიცოცხლე თანასწორად სჭირდება ყველას, ვისაც ამის ფული აქვს ან არა აქვს! მომაფიქრებინეთ! გავაკეთოთ“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here