ქვეყანა პატარაა, თუმცა თავის გამოჩენა არასდროს გვიჭირს. ცნება ქართველი ყველა ჩვენთაგანისთვის საამაყოა, მაგრამ აქვე არსებობენ ისეთებიც, რომლებითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. სწორედ ამ სტატუსით „ეამაყები თბილისს“ თბილისობის ფარგლებში გამომცემლობამ „სითი“ წელს უკვე მეორედ, რჩეული ადამიანები დააჯილდოვა. მედიცინის, კულტურის, ხელოვნებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიმბოლური ჯილდო და სიგელები გადაეცათ. დაჯილდოებაზე 10 ნომინანტი გამოვლინდა, მათ შორის საპატიო ადგილი მომღერალმა გიო ხუციშვილმა დაიკავა, რომლის ჯილდოც ზუკა ხუციშვილს გადაეცა.