“Game of Thrones”-ის კიდევ ერთი გრანდიოზული წარმატება – ემის რჩეულები

0
55

20 სექტემბერს მაიკროსოფტის თეატრში ამერიკის სატელევიზიო სივრცის საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინეს. 24 ნომინაციიდან HBO-ს სერიალს, “Game of Thrones”-ს 12 ჯილდო ერგო და რეკორდსმენი გახდა, ფილმმა წლის საუკეთესო დრამატული სერიალის სტატუსიც დაიმსახურა. მეორეხარსოოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო ერგო პიტერ დინკლიჯს, სწორედ ის ასახიერებს ტირიონ ლანისტერის როლს სერიალში, საერთო ჯამში, HBO-ს ცერემონიალზე 40 პრიზი გადაეცა.

ვაიოლა დევისი გახდა პირველი შავკანიანი ქალი მსახიობი, რომელმაც ემის მიღება მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის შეძლო – “How to Get Away with Murder” – ასე ჰქვია შოუს, რომელმაც ვაიოლას ამხელა წარმატება მოუტანა, აცრემლებულმა მსახიობმა სამადლობელ სიტყვაში ადამიანის უფლებათა დამცველის, ჰარიეტ ტაბმანის სიტყვები წარმოთქვა – “ერთადერთი რამ რაც ფერადკანიან ქალს თეთრკანიანისგან განასხვავებს, შანსებია.“

საუკეთესო კომედიურ სერიალად “Veep” აღიარეს, ემის მფლობელი გახდა ემი შუმერიც – ემიმ სიტყვაში განსაკუთრებული მადლობა დას და ვიზაჟისტს გადაუხადა. მსახიობი საუკეთესო სკეჩებისთვის დააჯილდოვეს.