გახდება თუ არა „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნანუკა ჟორჟოლიანი – ტელეწამყვანის კომენტარი

0
2279

ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი „ფეისბუქის“ გევრდზე ეხმაურება იმ ჭორს, რომელიც პრესით გავრცელდა, თითქოს ნიკა გვარამიას ნაცვლად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანისა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურები განიხილება.

„მაგრად მკიდია დირექტორობა. მესმის, რომ ბევრს არ სჯერა. განსაკუთრებით მათ, ვინც პოსტისთვის საკუთარი სახის და სხვისი პარტიის ახევისთვისაც კი მზადაა. აი, ასეთ ხალხს ალბათ ვერასოდეს დავაჯერებ, რომ თანამდებობების გარეშე უფრო ბედნიერია ადამიანი. ამიტომ, პარტიაში ჟურნალისტები სინქრონის ჩასაწერად რომ მოდიან, ნუ აბოლებთ, რომ დირექტორი მე ვხდები. თუმცა თქვენი საქმეც ეგაა, ბოლი აყენოთ“ – აღნიშნავს „ფეისბუქ“-სტატუსში ნანუკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here