გაიცანით ყველაზე პოპულარული წერილის ავტორი, გენერლობაზე მეოცნებე ლუკა ტოროშელიძე

0
842

საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის, ლუკა ტოროშელიძის მიერ დაწერილმა თემამ სათაურით „ჩემი პროფესია“, სადაც ის გენერლობაზე ოცნებობს და რუსების წინააღმდეგ ჯარისკაცების მომზადებას გვპირდება, მთელი სოციალური ქსელები მოიარა.

საჩხერის პირველმა საჯარო სკოლამ ლუკას ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„ერთი პატარა ბიჭის ოცნებამ უცებ აღაფრთოვანა საქართველო. ახლა უფრო ახლოს მინდა გაიცნოთ ლუკა ტოროშელიძე. იგი აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. 9 წლის 21 სექტემბერს გახდა. დედას საგანგებოდ გაამზადებინა ტორტი ,,გენერალი” – ასეთი წარწერით. დარწმუნებულია, რომ ღვთისმშობლობას დაბადებულის მფარველი წმინდა მარიამი იქნება. მისი სოფელი საჩხერის რაიონში საზღვრისპირა პერევია, სადაც მუდმივად დგანან ხიდს აქეთ ქართველი მესაზღვრეები და ხიდს იქით – რუსები. ლუკას დედა ამბობს, რომ იგი ცდილობს გაიგოს როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები, დედას ბოდიშს უხდის და სთხოვს, რომ არ ინერვიულოს, რადგან თვლის, რომ ის ქვეყანას სჭირდება და თავი უნდა გაწიროს.

უფალო, უმრავლე საქართველოს ასეთი სულის ვაჟკაცები. ნუ დააჭირვებ ქვეყანას ომს და ბრძოლას!

მშვიდობიან, ღვთისგან დალოცვილ საქართველოში გეცხოვროს, ლუკა!“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here