გაიცანით ქართველი მერილ სტრიპი

0
1157

Beauty and The Box-ის ჟურნალის ახალ გამოცემაში გარეკანზე აღმოაჩენთ ქართველ ქალბატონს, რომელიც ძალიან ჰგავს ჰოლივუდის მსახიობს და „ოსკარების“ ტრიუმფატორს, მერილ სტრიპს.

მისი ფოტოს გაზიარებისას, კომპანიის გუნდმა დაწერა, რომ თამარ ჭანტურია საკუთარ გამომწერებს შორის აღმოაჩინეს და მისი ჟურნალის გარეკანისთვის გადაღება გადაწყვიტეს.

თამარ ჭანტურია ხელოვანია. სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ამჟამად თავისი არქიტექტურული სტუდია აქვს. მას ხშირად ეუბნებიან, რომ მერილ სტრიპს ჰგავს. თქვენ თუ პოულობთ მსგავსებას?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here