მომღერალმა და “ქუჩის ბიჭების” წევრმა, ირაკლი ნოზაძემ ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე საკუთარი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა. მომღერლის ქალიშვილი ულამაზესი გოგონაა. მეგობრები ირაკლის “უკრძალავენ” კიდეც ამ სასწაული ბავშვის ფოტოების გამოქვეყნებას… “რომ გინდოდეს, ვერ დახატავ”, “ვაიმეე, აი, რა ვთქვა, არ ვიცი”, “რა სიცოცხლეა”, “ხომ გითხარი, ნუ მანახებ ამ ფოტოებს-თქო” – უწერენ პატარა ნიას კომენტარებში.