მაშინ, როცა ქართულ შოუბიზნესს აყვავების ხანა ედგა, უფროსი თაობის პოპულარულ სახეებთან ერთად, აქტიურად მოღვაწეობდნენ პატარა შემსრულებლებიც, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ: მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია და ნინი ქარსელაძე. 90-იან წლებში, თითქმის ყველა ბავშვი ტელე-ეკრანებზე მათ გამოჩენას, მოუთმენლად ელოდებოდა. დრო გადის და ყველაფერი იცვლება, ასევე შეიცვალნენ ისინიც, თუმცა ბავშვური იერი კვლავ შემორჩენილი აქვთ. ახლა სამივე მათგანი საუკეთესო მეგობრები არიან და ერთმანეთის გაცნობის ისტორიას, რესტორან “ტერასაში“ ჩვენს კამერასთან ჰყვებიან.
January 25, 2017 / 11:42 pm
ნინი ქარსელაძემ დედის მიერ დაწერილი სიმღერა შეასრულა
ნინი ქარსელაძისა და ლადო ჯანელიძის დუეტი. სიმღერა, რომლის პრემიერა რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა
თიკას რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული, თუმცა, დაბრუნება სწორედაც რომ ასეთი უნდა. მან უცხოურენოვანი სიმღერა, სახელწოდებით Sunshine ჩაწერა, ვიდეო-რგოლიც გადაიღო და მსმენელს კარგი პროდუქტიც შესთავაზა.
თიკამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ აპირებს ეს წელი მაქსიმალურად გამოიყენოს და საკუთარი თავი კარიერას მიუძღვნას. პირველი რაც მას დაგეგმილი აქვს, ორი ახალი ვიდეორგოლის გადაღება, დუეტი დიმა კობეშავიძესთან და მისი ორი ძველი სიმღერის ახლებური ვერსია.
კვირის განმავლობაში Facebook-ზე დაპოსტილი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ჩვენს ობიექტივში.