Top Kids – საბავშვო მუსიკალურ-შემეცნებითი პროექტი „აკოლადა“

0
2762

სულ ახლახანს დაიბადა ნოვატორული საბავშვო მუსიკალურ-შემეცნებითი პროექტი „აკოლადა“, რომელიც გათვლილია ბავშვის ხელოვნების სამყაროთი დაინტერესებაზე, მისი ნიჭის გამოვლენაზე, შემოქმედებითი პროცესის გაცნობაზე, თვით გამოხატვისა და პირველადი მუსიკალური ცოდნის მიღებაზე.„აკოლადას“ დაბადების დღე ძალიან ფერადი იყო. პროექტში მონაწილეობდნენ 3-დან 14 წლამდე ბავშვები, რომლებმაც ახალი სიმღერების თემატიკაზე შეასრულეს ნახატები. მუსიკალური ნომრები გამდიდრებული იყო გასართობი და სანახაობრივი პროგრამით. თითოეულ თქვენგანს საშუალება გაქვთ, ესტუმროთ ინტერნეტ პორტალს www.akolada.ge და მოუსმინოთ ან უფასოდ გადმოწეროთ სასურველი სიმღერა, თავისი ადაპტირებული ტექსტითა და ფერადი და შავ-თეთრი გასაფერადებელი ილუსტრაციებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here