თბილისის მოდის კვირეულის მე-3 დღე: მოდის მარკეტინგის კონფერენცია და ჩვენებები

0
1523

თბილისის მოდის კვირეულის მე-3 დღე მოდის მარკეტინგზე საუბრით დაიწყო. ბუნებრივია, რომ მარკეტინგი ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია. მოდაც ასეა. თუ დიზაინერი კოლექციას შექმნის, მას სათანადო რეალიზება სჭირდება, სწორედ ამიტომ ამ საქმეში კომპეტენტურმა ადამიანებმა დამწყებ თუ უკვე შემდგან დიზაინერებს მოდის მარკეტინგის მნიშვნელობა და მთავარი არსი გააცნო. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართა, სადაც 100-მდე მარკეტოლოგი და მოდის მიმდევარი იყო შეკრებილი. როგორ უნდა განვითარდეს ბრენდი, რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ მარკეტინგს მოდის ინდუსტრიაში და რა მნიშვნელობა აქვს ფერებს, ამ კითხვებზე პასუხები მოისმინეს თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდის მარკეტინგის კონფერენციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here