გადაცემა Fashion Time ახალი სეზონიდან კვლავ ბრუნდება Music Box-ის ეთერში და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ქალთა სამყაროდან ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. რაც მთავარია პროექტს ახალი წამყვანი ეყოლება.
გადაცემას მოდელი, ჟურნალისტი და ირაკლი ნასიძის მუზა – თიკო ნატროშვილი გაუძღვება, რომელიც ქართველ საზოგადოებას კარგად ახსოვს პოდიუმიდან. გარდა ამისა თიკო რადიო ფორტუნას ჟურნალისტიც გახლდათ, 22 სექტემბრიდან კი ის მოდის სიახლეებისა და უახლესი ტრენდების შესახებ მოგითხრობთ.