“გააუქმეთ ეს სოციალური ქსელები, რომ თავისსავე ბოღმაში ჩაიხრჩონ, როგორც მანამდე!” – ხატია სიჭინავამ ფეისბუქი გააუქმა

0
3001

ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ხატიამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

“ეს არის ჩემი სამშობლო? ამ ქვეყნის პატრიოტებად უნდა გავზარდო შვილები? ამათი სიყვარული უნდა ვასწავლო? მთელი ცხორება უნდა ავუხსნა, რომ დაავადებულ ხალხთან კონტაქტში არ შევიდნენ? რომ ყოველი მე3 მაინც დაავადებულია? აქ ცხოვრება ხომ სასჯელია უკვე?

სრულიად უცნობი ადამიანებისგან შვილების დაცვა, როგორ უნდა მოვახერხოთ მშობლებმა? ქვეყანა, სადაც ნეგატივით იკვებებიან!

გააუქმეთ ეს სოციალური ქსელები, რომ თავისსავე ბოღმაში ჩაიხრჩონ, როგორც მანამდე! და ვერ მოგვწვდნენ ჩვენ! ვერ მიწვდნენ ჩვენს შვილებს! იმდენად დიდი უარყოფითი ენერგეტიკა ტრიალებს ამ ქვეყანაში, რომ წაგვლეკავს მალე ყველას!!!

გიყვარდეს მტერი შენიო… როდემდე??? რისთვის??? რა გინდათ, ადამიანებო????” – წერს ხატია სიჭინავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here