შეიძლება სახელი – Karin Gombo აქამდე არავის არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ ეს ქალბატონი ბოლო ორი დღეა სრულიად ინტერნეტ სამყარომ გაიცნო. საფრანგეთის მოქალაქე სტუმრად ნიუ იორკში 15 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა და ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მისეირნობდა, როდესაც უსახლკარო მამაკაცს შეხვდა და პიცა შესთავაზა. მამაკაცმა მოწყალება მიიღო და გზა განაგრძო.
მეორე დღეს Karin-ის სახელი ყველა ცნობილ გამოცემაში გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ უსახლკარო მამაკაცი ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი – Richard Gere-ი გახლდათ. Karin-ი კი პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მოხვდა, თუმცა Richard-ი არ დაიბნა, ქალს პიცა გამოართვა და ისე მოიქცა, თითქოს არაფერი მომხდარაო.
როგორც თავად Gombo ამბობს, როდესაც მას უსახლკარო მამაკაცი შეხვდა, ის ვერც კი მიხვდა, რომ მის წინ Richard Gere-ი იდგა. “მან თავიდან მკითხა რა იყო პაკეტში. შევეცადე ინგლისურად გამეცა პასუხი, მაგრამ ნახევრად ფრანგულად ვლაპარაკობდი. ბოლოს ვუთხარი, მაპატიეთ, მაგრამ პიცა გაცივდათქო. მან კი მიპასუხა: დიდი მადლობა, უფალი შეგეწიოთ“ – ყვება იღბლიანი ქალბატონი, რომლსაც Richard Gere-ის შემთხვევით გაცნობის საშუალება მიეცა.
რაც ყველაზე მთავარია, Karin-ს ამ ყველაფრის შესახებ წარმოდგენა 2 დღის განმავლობაში არ ჰქონდა. ბოლოს იმ სასტუმროს კონსიერჟმა, რომელშიც ფრანგი ქალბატონი გაჩერდა, Karin-ს ერთ-ერთი გაზეთი მიართვა, რომლის მთავარ გვერდზეც Karin-ის და Richard Gere-ის ფოტო იყო აღბეჭდილი.