23.8 C
Tbilisi
Tuesday, September 20, 2022

ფოტოგალერეა: ანუკი არეშიძის ახალი კოლექციის ინსპირაცია 50-60-იანი წლების შიკი და ქალურობა გახდა

მერსედეს ბენცის მოდის კვირეული თბილისში 6 მაისს გაიხსნა. „ტვ პირველის“ საშუალებით, 12-ვე კოლექციის ნახვის შესაძლებლობა ყოველდღე, 9 მაისამდე, ღამის 12 საათიდან მოგვეცემა. მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ორგანიზატორი გახლავთ სოფო ჭყონია და ეს ღონისძიება თბილისში უკვე მეთორმეტედ ტარდება.

პირველი, ვინც ახალი კოლექცია წარმოადგინა, ანუკი არეშიძის ბრენდი – Anouki გახლდათ. დომინანტი თეთრი ფერი, დიდსაყელოებიანი კაბები, ტყავისა და ხავერდის კომბინაცია და სიჭარბე, განიერმხრებიანი პიჯაკები და ფერთა მშვიდი გამა – ანუკი არეშიძის ახალი ნამუშევრები, როგორც ყოველთვის, ძალიან ქალური და გამორჩეულია.

კოლექცია 50-60-იანი წლებითაა შთაგონებული, ეპოქით, სადაც ქალურობა და შიკი განსაკუთრებულად იყო დაფასებული. ანუკის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ნამუშევრები, როგორც თავად ბრენდის მიერ გავრცელებულ აღწერაში ჩანს: „ქალბატონებს თავს აგრძნობინებს, როგორც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს შუაღამის ცაზე…“

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები