თამთა გრძელიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს რამდენიმე ფოტოამონარიდს წიგნიდან, სადაც ჩანს, რომ საუკუნეების წინ მამაკაცები საქართველოში საყურეებს ატარებდნენ და ამის გამო მათ არავინ განსჯიდა.
თამთა წერს:
1.სამეგრელოს ვეზირი გიორგი ლილარტიანი. მე-18 საუკუნე.
წალენჯიხა. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი.
2. იმერეთის მეფე როსტომი. გელათი. ღმრთისმშობლის შობის ტაძარი.
3. ბექა ჯაყელი მანდატურთუხუცესი. მე-14 საუკუნე. საფარა. წმ. საბას ტაძარი.
4. სარგის || ჯაყელი. მე-14 საუკუნე. საფარა. წმ. საბას ტაძარი.
5. ქსოვილი საქართველოდან.
ხალხო, დააკვირდით ამ ბიჭებს, თან ყურებზე, როგორ შვენით საყურე…
და ახლა უკვირთ ვიღაცებს კაცზე საყურე, არაფერია მზის ქვეშ ახალი 🙂
ამის შემდეგ, ვინც ამაზე კამათს დაიწყებს ჩემთან, ამ მძიმე წიგნს გადავუშლი მხოლოდ“.