ფოტო, ვიდეო: “მე დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ, რომ არა შენ” – ჯორდან კონროის ემოციური მიმართვა დედასა და სალომე ჭაჭუას

0
390

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და საკმაოდ, წარმატებით.

სალომე ჭაჭუას ირლანდიელი მეწყვილე 27 წლის მორაგბეა. 

ჯორდან კონროისა და სალომე ჭაჭუას მიერ შესრულებულმა ცეკვებმა საკმაოდ მაღალი საკონკურსო შეფასებები დაიმსახურა. აშკარაა, რომ სალომე, როგორც მოსალოდნელი იყო, ღირსეულ პარტნიორობას უწევს მორაგბე ჯორდან კონროის.

ვიდეო: „საოცრად შესრულებული ჩა-ჩა-ჩა“- სალომე ჭაჭუამ ზებრის, მისმა მეწყვილემ კი ლომის როლი მოირგო

ვიდეო: სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი გამოსვლა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში”

სექსუალური სალომე საქართველოდან… რას წერს ირლანიური მედია სალომე ჭაჭუაზე

როგორც ირკვევა, ჯორ­დან კონ­როი 10 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად დედასთან ერთად ირლანდიაში დაბრუნდა. მიზეზად მამის მხრიდან ძალადობა სახელდება.

მეექვსე საკონკურსო ტურში შესრულებული “ფოქსტროტის” შემდეგ, მორაგბემ ემოციური პოსტი განათავსა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ მისთვის ეს ცეკვა განსაკუთრებული იყო.

ვიდეო: “გააგიჟა ყველა, ფერიასავით არის ნამდვილად…” – სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგ ტურში გადავიდა

“მინდა აღვნიშნო, რამდენად ძლიერი ადამიანია დედაჩემი. ის პირველივე წუთიდან ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარია. მადლობელი ვარ, რომ ამ ემოციების გადმოცემის საშუალება მომეცა. მადლობა სალომე ჭაჭუას ასეთი ლამაზი ცეკვის ქორეოგრაფიისთვის”, – წერს ჯორდან კონროი.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here