გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი, ახლად შეუღლებული წყვილი, დასვენების დღეების მზიან ბათუმში ატარებს ასევე ცნობილ მეგობრებთან ერთად.
„ინსტაგრამზე“ ბათუმიდან განთავსებული არაერთი ფოტო ვიხილეთ, სადაც გიორგი და მარიტა ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილთან და ანრი ჯოხაძესთან ერთად არიან გადაღებულები.
სოციალურ ქსელში გიორგიმ და მარიტამ გამოაქვეყნეს რამდენიმე ფოტო, სადაც მარტო არიან გადაღებულნი. მარიტამ ამ ფოტოებს დააწერა: „ჩემი ოცნების მამაკაცი ხარ!“ ეს სიტყვები, რასაკვირველია, მეუღლეს მიუძღვნა.