ფოტო: სალომე ღვინიაშვილის უფროსი ვაჟი 19 წლის გახდა

0
619

სალომე ღვინიაშვილის უფროსი ვაჟი, დათუნა აბულაძე 19 წლის გახდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა, მოდელმა და დიზაინერმა სოციალურ ქსელში დაწერა და სიმპათიურ ვაჟთან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა. „გაიზარდა ჩემი ბიჭი – 19“, დაწერა მან.

სალომე ღვინიაშვილს დათუნა პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ბედნიერმა და გაღიმებულმა დედიკომ უამრავი თბილი სიტყვა და მილოცვა მიიღო შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით. სალომეს ეს ფოტო ატასზე მეტმა ადამიანმა მოიწონა “ფეისბუქზე”.