ფოტო: ნინო სურგულაძის ქალიშვილი მისი ასლია

0
649

ნინო სურგულაძესა და გიორგი ინწკირველს მცირე ხნის წინ ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ. მათ ნატალია და ზაქარია დაარქვეს. ნინო ხშირად აზიარებს თავისი შვილების ფოტოებს, მით უმეტეს, ახლა თავად ბარსელონაშია და ოჯახი ძალიან ენატრება, რომელიც თბილისში დარჩა. ნინოს ბარსელონაში სპექტაკლები აქვს, რომელთა დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება. მანამდე კი ფოტოების გაზიარებით იკლავს მონატრებას.

ერთ-ერთი ფოტო თავის ქალიშვილთან ერთად ახლახან გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში ამ ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან ყველა მნახველი წერს, რომ პატარა გოგონა ნინოს ზუსტი ასლია. ასევე წერენ, რომ დედა-შვილი ტყუპებივით გამოიყურება.

,,ტყუპები მამასთან, ბებიასთან და ძიძასთან არიან… ძალიან გამიჭირდა ბავშვების გარეშე” – ნინო სურგულაძე შემოქმედებითი სიახლეებით „არტ-FM“-ში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here