ანუკი არეშიძის ამა თუ იმ კოლექციიდან, ბოლო წლებში, საკმაოდ ბევრი მსოფლიო ვარსკვლავი შემოსილა. მათ რიგებს ახლახან შეემატა მოდელი, მომღერალ ჯასტინ ბიბერის მეუღლე, ჰეილი ბიბერი.
ახლახან ამერიკელმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო შავი ვეგანური ტყავის პიჯაკი და შარვალი, ანუკის 2021 წლის საშემოდგომო კოლექციიდან.
ფოტო ლოს ანჯელესში 26 მარტს არის გადაღებული.