დემნა გვასალიამ “ბალენსიაგასთვის” შექმნილ ახალ კოლექციაში უცნაური ფეხსაცმელი წარმოადგინა. დიდი ხანია, მსოფლიო მოდას აღარ უკვირს ქართველი დიზაინერის ორიგინალური ნამუშევრები, მაგრამ ახალი ფეხსაცმელი აშკარად ქალის ბიუსტჰალტერითაა შთაგონებული და მისი დეტალები ლიფის შესაკრავებს მოგვაგონებს.
ახალი ფეხსაცმლის ფასი 936 დოლარია.