ფოტო დათოვლილი ბათუმიდან – “ქალაქი თითქმის სრულიად პარალიზებულია…“

0
60

“ნიჭიერის“ მონაწილე  ბათუმში არსებულ სიტუაციას აღწერს, რადგან დიდი თოვლის მოსვლის შემდეგ, მისი თქმით, ქალაქი პარალიზებულია.

“საახალწლოდ თოვლი რომ ლამაზია და მშვენიერ განწყობას ქმნის, გასაგები და სასიამოვნოა…

მაგრამ ქალაქში, რომელიც თითქმის სრულიად პარალიზებულია, გზებზე ყინული დევს, ხალხი ძირს ეცემა, მანქანები ცურავს ან ნახევარმეტრიანი თოვლის სარკოფაგშია მოქცეული, ვერ არის მთლად კარგი საქმე. მარილი მაინც მოაბნიეთ გემოვნებით?

როგორ შეიძლება, ქალაქს ნორმალური ეწოდოს, რომელსაც ზაფხულსა და ზამთარში ორი ყველაზე ტიპური სეზონური მოვლენისთვის ვერ მიუხედავს? ვერც მიშას დროს და ვერც ახლა.

პ.ს. სველი მოყინული თოვლის სიმძიმეს ზოგმა სახურავმა და ხემ უკვე ვეღარ გაუძლო“. – აღნიშნავს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ზურა ბალანჩივაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here