ნანიკო ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ძალიან ახალგაზრდაა, შედარებით გრძელი თმა აქვს და როგორც თავად უწოდებს, არის თავად, ოღონდ “წინა ცხოვრებიდან”.
ნანიკოს ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. თავად საკუთარ ვარცხნილობასა და ჩაცმულობის სტილზე ამახვილებს ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტელეწამყვანი სულაც არ არის დიდად შეცვლილი და ახლაც ძალიან კარგად გამოიყურება.