კახი კალაძის თბილისის მერად წარდგენას უამრავი ადამიანი დაესწრო, თუმცა თქვენს ყურადღებას მერის დიზაინერ მეუღლეზე, ანუკი არეშიძეზე გავამახვილებთ, რომელმაც მეორე ნახევრის ღონისძიებაზე სრულიად თეთრი სამოსი შეარჩია. თეთრი პიჯაკი და შარვალი, თეთრი ფეხსაცმელი საშუალო ქუსლზე და ამავე ფერის ბანტი – თავზე, უკან შეკრული თმის დასაფიქსირებლად. ანუკი, რასაკვირველია, პირველ რიგში იჯდა, მეუღლის გვერდზე და მისგან ტრიბუნიდან სამადლობელო სიტყვაც მოისმინა:
„მინდა, მადლობა გადავუხადო, ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ანუკას, რადგან მათი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ანუკი არეშიძეს ამ დღეს განსაკუთრებული აქსესუარი ეჭირა. ქლაჩი, რომელიც წიგნის ფორმის გახლდათ და ბევრისთვის საყვარელი ნაწარმოების „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ გარეკანი აქვს. როგორც ჩანს, ეს ანუკის საყვარელი წიგნია, რადგან მისი ამ ფორმით გამოყენება და მოდურ ნივთებს შორის გამოჩენა გადაწყვიტა.
ანუკი არეშიძის ჩაცმულობა საზოგადოებამ დადებითად შეაფასა და უამრავი კარგი კომენტარიც მიუძღვნა.