ანუკი არეშიძის ახალი კაფსულა-კოლექცია, სადაც წითელი ფერი დომინირებს, დიზაინერის სოციალურ ქსელებში ახლახან გამოჩნდა. თორნიკე აივაზიშვილის ფოტოკამერის წინ მოდელმა თათია ახალაიამ მოირგო ანუკის ახალი ნამუშევრები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა სპეციალურად ბრიტანული ონლაინმაღაზიისთვის brownfashion.com შექმნა. ანუკიმ ამჯერადაც არ უღალატა საკუთარ ხელწერას და ბრჭყვიალა ქსოვილები და ტყავი გამოიყენა. ქალური კოლექციის შეძენა ბრიტანულ საიტზეა შესაძლებელი.