ტელეწამყვანმა ანი გიუნტერმა სამსახურში, „რუსთავი 2“-ში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ულამაზეს ყვითელ ორეულში პოზირებს. მას ერთი და იმავე ფერის პიჯაკი და შარვალი აცვია, ხელში კი ყვავილების თაიგული უკავია. „დავბრუნდი სამსახურში“, აღნიშნავს ტელესახე, დილის გადაცემის წამყვანი, რომელსაც ფოტო კოლეგამ, ავთო გვასალიამ გადაუღო.
ანი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მას პიჯაკი შიშველ ტანზე აქვს მორგებული და ძალიან უხდება. არცთუ მცირე ხანია, მოდის მიმდევრები პიჯაკების ქვეშ მაისურებს აღარ იცვამენ და უპირატესობას ასეთ სტილს ანიჭებენ.
„დედოფალი ხარ“, არ ვიცი, რა ვთქვა“, აღნიშნავენ კომენტარის ავტორები ამ ფოტოს ნახვისას.