„ფორტუნა პლუსი” ახალ პროექტს იწყებს. მისი სახელწოდება „ექსკლუზივ ლაივ” გახლავთ. გადაცემა კვირაში ერთხელ „ფორტუნა პლუსის” ფეისბუქგვერდზე გავა. ის „დაიმონდ რექორდსის” სტუდიიდან მიესალმება მსმენელსა თუ მაყურებელს, რომელსაც შეეძლება როგორც პრემიერების ასევე, გაჟღერებული ჰიტების ცოცხლად მოსმენა.
„ფორტუნა პლუსის” ეთერი გადაცემა „ექსკლუზივის“ შემდეგ სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს. ახალი გადაცემის ფორმატი ასევე მოიცავს ხანმოკლე ინტერვიუს შემსრულებლებთან. ისინი ახალ პროექტებსა თუ სიმღერის პრემიერებზე ისაუბრებენ.