ფორტუნა აკადეემიის „ადამიანური რესურსების მართვის” კურსდამთავრებულები

0
1665

პროექტმა „ფორტუნა აკადემია“ კიდევ ერთი ტრენინგი, ამჯერად თემაზე ადამიანური რესურსების მართვა, წარმატებით დაასრულა. ერთთვიან კურსს “HR პროფესიონალთა გილდიის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლილი ბიბილაშვილი უძღვებოდა, სადაც მსმენელებმა შეისწავლეს, იმ უნარ-ჩვევების განვითარება , რომლებიც მათ დაეხმარებათ ადამინური რესურსების სწორ შერჩევასა და მართვაში, მოტივაციისა და ბენეფიტების სისტემის შემუშავება/დახვეწაში, ასევე გაეცნენ ადამიანური რესურსების მართვისა და სისტემის თავსებადობას. ტრენინგი, ვორკოშოფის ელემენტებსა და ქართულ ბაზარზე მორგებული რეალური მაგალითების განხილვას მოიცავდა.

აღნიშნული კურსის ბოლო დღეს, სტუდენტებმა განვლილი ლექციები შეაჯამეს, სამომავლო მიზნები დაისახეს და “ფორტუნა აკადემიის” მესვეურებისგან სერთიფიკატებიც მიიღეს. შეგახსენებთ, რომ რადიო ჰოლდინგის „ფორტუნას“ გენერალური დირექტორის თამარ ჩიგოგიძის ინიციატივით მედია განვითარების ფონდი შეიქმნა, რომლის მიზანია განათლების ხელშეწყობა როგორც ჟურნალისტიკის, ასევე ბიზნესის მიმართულებით. სწორედ ფონდის ერთ-ერთი პროექტია „ფორტუნა აკადემია“, რომლის ფარგლებშიც უკვე არაერთმა ადამიანმა, ტრენინგები და მასტერკლასები სხვადასხვა მიმართულებით გაიარა.

პიარი, მარკეტინგი, ბიზნესის ფსიქოლოგია, ღონისძიების ორგანიზება, პიროვნული ზრდა, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტრენინგების, რომლებსაც ცნობილი ტრენერები წარუძღვებიან. ლილი ბიბილაშვილის შემდეგ , “ფორტუნა აკადემია” ახალი კურსისთვის “მოლაპარაკების ხელოვნება” ემზადება, რომელიც სტარტს 17 ივნისს აიღებს და მას ეკატერინე ბაბუნაშვილი გაუძღვება. 22 ივნისს კი პროექტი გაყიდვების სტრატეგიის ტრენინგს თორნიკე გურულთან ერთად დაიწყებს. ფორტუნა აკადემიის სლოგანია – გზა წარმატებული მომავლისკენ, ამიტომ ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან გაიაროთ ის მასტერკლასები და ტრენინგები , რომლებიც თქვენს კარიერულ და პიროვნული ზრდას ემსახურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here