20.8 C
Tbilisi
Tuesday, September 13, 2022

“Forbes” ის რეიტინგს კვლავ ჯენიფერ ლოურენსი ლიდერობს

ჯენიფერ ლოურენსი გასულ წელს მოპოვებულ სტატუსს ინარჩუნებს და ის წელსაც, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსაიობი ქალია. სწორედ ასეთი დასკვნა გამოიტანა ჟურნალმა ფორბსმა, რომელიც სელებრითების შემოსავლების დათვლით არის დაკავებული.

ფორბსის მონაცემების მიხედვით, ოსკაროსანი ლოურენსი ბოლო 12 თვის განმავლობაში, 46 მილიონი დოლარით გამდიდრდა. როგორც ირკვევა მისი შემოსავლები, გასულ წელთან შედარებით 11.5%- ით შემცირდა, რადგანაც 2015 წელს მსახიობმა 52 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. მიუხედავად ამისა, ლოურენსმა ყველა კონკურენტს გაუსწრო და რეიტინგში ის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს.

jennifer-lawrence-2016-golden-globes

მეორე ადგილი მელისა მაკარტის ხვდა წილად. ჰოლივუდის ყველაზე მხიარულმა მსახიობმა მთელი წლის მანზილზე, 33 მილიონის დაგროვება შეძლო.

შემოსავლიან სამეულს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს 25 მილიონი დოლარით. გავრცელდა ხმები რომ იოჰანსონმა 17.5 მილიონი დოლარი მხოლოდ ერთი პროექტით გამოიმუშავა.

რეტინგის სრული ათეული ასე გამოიყურება: ჯენიფერ ლოურენსი (46 მლნ) მელისა მაკარტი (33 მლნ) სკარლეტ იოჰანსონი (25 მლნ) ჯენიფერ ენისტონი (21 მლნ) ფან ბინბინი (17 მლნ) შარლიზ თერონი (16.5 მლნ) ემი ადამსი (13.5 მლნ) ჯულია რობერტსი (12 მლნ) მილა კუნისი (11 მლნ) დიპიკა პადუკონე (10 მლნ)

Latest Posts

ბოლო სიახლეები