ფილმს ორი ქალის სიყვარულზე დღეს „ამირანში“ აჩვენებენ

0
856

დღს, 2 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართება თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტები“ ჩვენება. ჩვენების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ექნება, გაესაუბროს რეჟისორს. ფილმი მონაწილეობს ეროვნულ კონკურსში.

რაც შეეხება ფილმის შინაარსს, ნანა (55) და ირინა (55) ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად.

„კომეტები“ საქართველოს კინეამტოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის ოპერატორი გიორგი შველიძეა, რომელიც წელს ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზის მფლობელი გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here