ფილმი, რომელმაც 10 საერთაშორისო პრიზი უკვე მოიპოვა, ქართულ ეკრანებზე გამოჩნდა

0
1969

22 თებერვალს კინოთეატრ ამირანში ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედეს“ პრემიერა შედგა. „დედე“ რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია სიყვარულსა და ტრადიციებზე. ის მარიამის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის, „დინოლას“ სრული ვერსიაა. ფილმი „დედე“ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა, ამას გარდა, კანის კინოფესტივალზე, კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე, ფილმმა ჟიურის გრანპრი აიღო. ფილმის ოფიციალური ჩვენება იუნესკოს სათაო ოფისშიც გაიმართა, სპეციალურად იუნესკოს დირექტორისთვის და იუნესკოს ელჩებისთვის. ბუნებრივია, წარმატებები ამით არ სრულდება და ფილმი მოგზაურობას სხვადასხვა დაჯიდლოებებზე განაგრძობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here