“Fifty Shades Of Grey”- ს 50 ელფერით კიდევ უფრო ბნელი მეორე ნაწილის პირველი თიზერი

0
4405

გრეის 50 ელფერის ტრილოგიის მეორე ნაწილი, მის წინამორბედზე 50 ელფერით კიდევ უფრო ბნელი, მესამე ნაწილი კი კიდევ უფრო თავისუფალი იქნება. მეორე ფილმის (Fifty Shades Darker) პრემიერა 2017 წლის 10 თებერვალს არის დაგეგმილი, მესამე ნაწილს (Fifty Shades Freed) კი მაყურებელი 2018 წლის ზამთარში იხილავს. ტრადიციულად სურათის პრეზენტაციამდე ნახევარი წლით ადრე, იწყება აქტიური პრომოუშენი, რომელიც შემდეგში, კინოთეატრებში მისული მაყურებლის რაოდენობაზე და შემოსულ თანხებზე უნდა აისახოს.

როგორც ვიცით ორივე ნაწილის გადაღებები დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმის შემქმნელებს უკვე აქვთ გარკვეული მასალა, რომლის წარდგენაც მაყურებლისთვის, თიზერის სახით უკვე შესაძლებელია.

დღეს კომპანია “Universal“ – მა “50 ელფერით მუქი“ -ს პირველი პოსტერი წარადგინა და ბონუსად მაყურებელს პირველი თიზერიც შესთავაზა. პირველი ოფიციალური თრეილერი კი უკვე ხვალ იხილავს დღის შუქს.

fifty-shades-darker-poster

შეგახსენებთ, მეორე ნაწილის სიუჟეტში მთავარი გმირების ურთიერთობაზე გაცილებით მეტი დრო, მისტერ გრეის წარსულის გაცოცხლებას დაეთმობა. ასე რომ დაკოტა ჯონსონის გმირს, სიბრაზესა და ეჭვიანობასთან გამკლავება მოუწევს.

მეორე ნაწილში რეჟისორის სკამს ჯეიმს ფოული იკავებს, ხოლო სამსახიობო დასში, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ, ჯეიმი დორნანის და დაკოტა ჯონსონის დუეტს, კიმ ბესინგერი შეემატა.

https://www.youtube.com/watch?v=KhQIuBr9fTg

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here